NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

სიახლე 05.12.2018
A+ A- 11:23

იუტა - სან ანტონიო 139 – 105

გამთენიისას ეროვნულ საკალათბურთო ასოაციაციაში მორიგი მატჩები გაიმართა. ტურის ცენტრალური შეხვედრა სოლტ ლეიკში შედგა, სადაც „იუტამ“ „სან ანტონიოს“ უმასპინძლა და მეტოქე უშანსოდ გაანადგურა.

„ჯაზმენებმა“ ყველა მეოთხედი მოიგეს და გრეგ პოპოვიჩის გუნდს არანაირი შანსი არ დაუტოვეს.

„იუტას“ რიგებში 10 ქულიანი ნიშნული ერთბაშად 7-მა კალათბურთელმა გადალახა. საუკეთესო 20 ქულით დონოვან მიჩელი გახლდათ. რუდი გობერმა შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა - 18 ქულა, 10 მოხსნა. „ჯაზის“ ახალწვეულმა, კაილ კორვერმა კი გუნდს 15 ქულა შესძინა.

„სპურსს“ 20 ქულით იაკობ პოელტლმა ულიდერა. ოლდრიჯი - დეროუზენის დუეტმა კი 16-16 ქულა გაიფორმა.

დალასი - პორტლენდი 111 – 102

დემიენ ლილარდის „პორტლენდი“ სტუმრად გამარჯვების მოპოვებას ვერა და ვერ ახერხებს. „ტრეილ ბლეიზერსმა“ გასვლაზე მიჯრით მეოთხე შეხვედრა წააგო და ამჯერად „დალასთან“ დამარცხდა.

„მავსს“ ლუკა დონჩიჩის მოსვლა ძალიან დაეტყო. წლევანდელ სეზონში გამართული 22 შეხვედრიდან მათ 100 ქულიანი ნიშნული 21-ში გადალახეს. შარშან კი იგივე შედეგის დასაფიქსირებლად 82 მატჩი დასჭირდათ.

19 წლის სლოვენიელი გუშინდელ დაპირისპირებაშიც გამოირჩა. ლუკამ 21 ქულასთან ერთად 9 მოხსნა ჩაიწერა. დეანდრე ჯორდანმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 12 ქულა, 17 მოხსნა, უესლი მეთიუზმა კი მატჩი 17 ქულით დაასრულა.

„პორტლენდს“ 33 ქულით ლილარდმა ულიდერა. სი ჯეი მაკკოლუმამ გუნდს 18 ქულა შესძინა, ხოლო ალ ფარუქ ამინუ 12 ქულითა და 13 მოხსნით გამოირჩა.

სხვა მატჩების შედეგები

ინდიანა - ჩიკაგო 96 – 90

მაიამი - ორლანდო 90 – 105

ფინიქსი - საკრამენტო 105 - 122

NCAA-ს "ბიგ ისთის" კონფერენციაში სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” სტუმრად “კრეიტონი” 81:75 დაამარცხა. ქართველი ფო...

გამთენიისას „შარლოტ ჰორნეთსის“ საშინაო არენაზე, “სპექტრუმ ცენტრში“ „ყველა ვარსკლავის მატჩი“ გაიმართა. თბილისის დრო...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ილიას ზუროსმა ეროვნული გუნდის გაფართოებუ...

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყველა ვარსკლავის უქმეების წინ ბოლო შეხვედრები გაიმართა. განსაკუთრებით დიდ ინტერესს ნიუ ორლეანში ჩატარებული დაპირის...

ნიუ ორლეანი - ოკლაჰომა 131 – 122 გამთენიისას ყველა ვარსკლავის უქმეების წინ NBA-ში ბოლო შეხვედრები გაიმართა. ცენტრალური მატჩი ნიუ ორლეანში შედგა,...

“მილუოკი ბაქსის“ სუპერვარსკლავი, იანის ანტეტოკოუნმპო შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და NBA-ის გულშემატკივრების გაოცებას აგრძელებს. 24 წლის ბე...

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, თანასის სკურტოპულოსმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ტანასის სკურტოპულოსის შეგირდებს საქა...

როგორც მოგეხსენებათ, „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია კვლავ ტრავმირებულია და თავის გუნდს ვერ ეხმარება. ვიტორიელები კოპა დელ ...

გოგა ბითაძეს ტრავმის მოსაშუშებლად დაახლოებით 20 დღე დასჭირდება. “ბუდუჩნოსტის” 19 წლის ქართველი კალათბურთელი  მონტენეგროს თასის, ევროლ...

18 თებერვალს, თბილისის დროით 05:00-ზე ყველა ვარსკლავის მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ლებრონ ჯეიმსისა და იანის ანტეტეკოუნმპოს გუნდები გაეჯიბრებიან....

პრესტიჟულმა ამერიკულმა ჟურნალმა, “Forbes”-მა, ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოქმედი კალათბურთელების სია გამოაქვეყნა. პირველ ადგილს უკვე მეხუთე...

ფილადელფია - ბოსტონი 112 – 109 „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ „ბოსტონ სელტიქსის“ წინააღმდეგობის დაძლევა ძალიან უჭირს და ე...

საქართველოს  ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თებერვლის თვეში ორ შეხვედრას გამართავს.  21 თებერვალს საქართველო...

„ოკლაჰომა სითი თანდერის“ სუპერვარსკლავი, რასელ უესტბრუკი, NBA-ის რეკორდების დამხობას განაგრძობს. „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ წ...

ჰიუსტონი - დალასი 120 – 104 გამთენიისას ყველაზე პრინციპული შეხვედრა „ტოიოტა ცენტრში“ შედგა, სადაც მაყურებელმა ტეხასური დერბი იხილა. ...

ფილადელფია - ლეიკერსი 143 – 120 ტობაიას ჰერისის ტრეიდის შემდეგ „ფილადელფია“ ერთიორად გაძლიერდა, რაც ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსის&...

NCAA-ს Big 10 კონფერენციაში "ილიონოისმა" "რატჯერსს" ოვერტაიმში 99:94 სძლია. "ილინოისის" რიგებში საოცარი მატჩი ჩაატარა 20 წლის გიორგი ბეჟანიშვილმა, რომ...

ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" "მანრესას" უმასპინძლა და ზედრამატულ ბრძოლაში "გეიმ ვინერით" 99:97 მოიგო. ქულა ქულაში მი...

რეკომენდებული სიახლეები
ბორჯღალოსნებმა 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩიც მოიგეს და ერთდღიანი შესვენების შემდეგ, სატურნირო ცხრილში კუთვნილი ადგილი დაიბრუნეს. დე...
18.02.2019
სერია ა-ს 24-ე ტურში "მილანმა" ბერგამოში "ატალანტას" 3:1 სძლია და მე-4 ადგილი შეინარჩუნა. "როსონერი" მატჩს აგებდა, თუმცა გატუზოს შეგირდებმა შეხვედრის ...
17.02.2019
ბრიტანული The Sun-ი ბევრისთვის მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის თქმით ზინედინ ზიდანმა „ჩელსის“ გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა, თუ...
18.02.2019
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ავჭალაში ესპანეთს უმასპინძლა და 24:10 დაამარცხა. პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნები...
17.02.2019
"ვალიადოლიდთან" გამარჯვების (1:0) შემდეგ ხერარდ პიკემ პრესასთან ისაუბრა და გუნდის თამაშით უკმაყოფილება გამოთქვა. "ბარსას" ცენტრალური მცველი საკმაოდ თვ...
17.02.2019
კევინ-პრინც ბოატენგის "ბარსელონური" კარიერა არც ისე სახარბიელოდ მიმდინარეობს. განელ შემტევს თამაში საკმაოდ იშვიათად უწევს და მიცემულ მცირე შანსსაც ვერ...
17.02.2019
საფეხბურთო კლუბი ''მანჩესტერ იუნაიტედი'' რომელუ ლუკაკუს გაყიდვას გეგმავს, სანაცვლოდ კი მაურო იკარდის ან პაულო დიბალას გადაბირებას შეეცდება. Mirror-ის ...
17.02.2019
არიენ რობენმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კლოპი შეაქო და "ჩელსიში" თამაშისას "მერსისაიდ...
17.02.2019
გამთენიისას „შარლოტ ჰორნეთსის“ საშინაო არენაზე, “სპექტრუმ ცენტრში“ „ყველა ვარსკლავის მატჩი“ გაიმართა. თბილისის დრო...
18.02.2019
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ავჭალაში ესპანეთს უმასპინძლა და 24:10 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პი...
18.02.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
18.02.2019
უკანასკნელი სიახლეები