ლუკა მოდრიჩს წარმატების მიღწევაში ზინედინ ზიდანის სიტყვები დაეხმარა
Aa
Aa

ლუკა მოდრიჩს წარმატების მიღწევაში ზინედინ ზიდანის სიტყვები დაეხმარა

ლუკა მოდრიჩმა ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს ათწლიანი დომინაცია დაამხო და ოქროს ბურთი დაისაკუთრა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაკვირი სულაც არ ყოფილა. ხორვატმა ნახევარმცველმა ეროვნულ გუნდთან ერთად მუნდიალის ფინალში გააღწია და „სამეფო კლუბის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკამ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და საინტერესო საკითხებს შეეხო. მოდრიჩის თქმით, რომ არა ზინედინ ზიდანი, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა.

„ერთი რამ არასდროს დამავიწყდება... როცა ზინედინ ზიდანი „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, პირველივე ვარჯიშის შემდეგ თავის ოფისში დამიბარა და ჩემი საფეხბურთო შესაძლებლობების და სამომავლო გეგმების შესახებ გამესაუბრა“.

„ზიდანმა მითხრა, რომ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე ვიყავი და თვლიდა, რომ ერთ დღეს ოქროს ბურთს აუცილებლად მოვიგებდი. როდესაც მისი გამოცდილებისა და წარმატებული წარსულის მქონე ადამიანი ასეთ რამეს გეუბნება, საკუთარი თავის რწმენა გემატება“.

„ზიდანს, როგორც ფეხბურთელს, ვაღმერთებდი და უდიდეს პატივს ვცემდი".

"იგი მიიჩნევდა, რომ მასთან ბევრი საერთო მქონდა და მის მსგავსად მეც მშვიდი და ოდნავ მორცხვი ვიყავი. ზინედინი ხშირად მეუბნებოდა, რომ უფრო მეტად უნდა გავხსნილიყავი. ზიდანმა გუნდის უმნიშვნელოვანეს ნაწილად მაქცია და მის მიერ ნათქვამი სიტყვები პროგრესის მიღწევაში დამეხმარა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები