სესკ ფაბრეგასი
Aa
Aa

სესკ ფაბრეგასი "მილანში"?

ესპანელი ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის ლონდონური მომავალი ბურუსითაა მოცული. მაურიციო სარის "ჩელსიში" მოსვლის შემდეგ 31 წლის ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში პრემიერ ლიგის ეგიდით გამართული არცერთი შეხვედრა დაუწყია. ფაბრეგასს სათამაშო დრო მხოლოდ და მხოლოდ ევროპა ლიგაზე ეძლევა, რაც მის უკმაყოფილებას იწვევს.

ბოლო პერიოდში სესკის შესაძლო ტრანსფერის შესახებ აქტიურად იწერება. ესპანელი ნახევარმცველის გადმობირებით "მილანია" დაინტერესებული. Football Italia-ს ცნობით "როსონერის" წარმომადგენლები ფაბრეგასის აგენტებს უკვე შეხვდნენ და მასთან სამომავლო გეგმები განიხილეს.

გავრცელებული ინფორმაციით იტალიური კლუბი სესკის გადმობირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება. ესპანელ ნახევარმცველს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და მილანელები სწორედ ამის გამოყენებას აპირებენ. "როსონერი" "ჩელსისთან" მოლაპარაკებებს იანვარში დაიწყებს და ფაბრეგასის საბაზრო ღირებულების მაქსიმალურად შესამცირებლად ყველაფერს იზამს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები