ლუკა მოდრიჩი:
Aa
Aa

ლუკა მოდრიჩი: "ოქროს ბურთის ჩემთვის გადმოცემა თანამედროვე ფეხბურთის გამარჯვებაა“

ხორვატიის ნაკრების ლიდერმა, ლუკა მოდრიჩმა, კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის დომინაცია დაასრულა. „მადრიდის რეალის“ ნახევარმცველმა ოქროს ბურთი დაისაკუთრა და პირველი ხორვატი გახდა, რომელმაც აღნიშნული ტიტული დაიბევა.

ტრიუმფის შემდეგ 33 წლის ნახევარმცველმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა:“მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის სანაცვლოდ წლევანდელ სეზონში მოპოვებულ ყველა ინდივიდუალურ ჯილდოს სიამოვნებით დავთმობდი. სამწუხაროდ მუნდიალზე წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ შედეგი რომელიც დავაფიქსირეთ, ხორვატიის მსგავსი პატარა ქვეყნისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი სხვებზე ერთი თავით მაღლა იდგნენ. წარსულში ოქროს ბურთის მოგების შანსი რამდენიმე ფეხბურთელს ჰქონდა, მათ შორის ინიესტა, ჩავი და უესლი სნეიდერიც იყვნენ, თუმცა მიზნის მიღწევა ვერცერთმა მოახერხა“.

„წლევანდელ სეზონში ხალხს ცვლილების ხილვა სურდა და მიმაჩნია, რომ ოქროს ბურთის ჩემთვის გადმოცემა თანამედროვე ფეხბურთის გამარჯვებაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები