''ქალაქელთა'' 19 წლის ტალანტს, რომელიც დრიბლინგით მესის ჰგავს, ''ბერნაბეუზე'' იწვევენ
Aa
Aa

''ქალაქელთა'' 19 წლის ტალანტს, რომელიც დრიბლინგით მესის ჰგავს, ''ბერნაბეუზე'' იწვევენ

დამიჭირე თუ შეგიძლია - ეს უნდა იყოს ბრაჰიმ დიასის საყვარელი სიტყვები მოედანზე თუ მოედანს მიღმა. ცნობილი სპორტული ვებგვერდი Goal.com-ი ''მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველის, ბრაჰიმ დიაზის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომლის მიხედვით 19 წლის ესპანელი ტალანტი სამშობლოში დაბრუნებაზე და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, მადრიდის ''რეალში'' თამაშზე ფიქრობს.

მას ''ქალაქელებთან'' კონტრაქტი ივნისში ეწურება, ''მანჩესტერ სიტის'' პირველ გუნდში კი მისი სათამაშო დროის ხანგრძლივობა ლიმიტირებულია. ესპანელი იმედგაცრუებულია და ამავდროულად კარიერის მადრიდის ''რეალში'' გაგრძელებაზე ფიქრობს.

მას ესპანურ გრანდში უთამაშებლობის პრობლემის გადაჭრას პირდებიან.

როგორც Goal.com-ი წერს, დიაზს ესპანურ კლუბში ყოველკვირეული ხელფასის სახით 60 000 ფუნტ სტერლინგს და პირველ გუნდში გარანტირებულ ადგილს სთავაზობენ.

ფეხბურთელის სჯერა, რომ მას შეუძლია მცირე დროში ფეხბურთში, უმაღლეს დონეზე ავტორიტეტი, გავლენა მოიპოვოს.

დიასს სჯეროდა, რომ მიმდინარე სეზონში ''მანჩესტერ სიტის'' პირველ გუნდში მცირე სათამაშო დროს დაუთმობდნენ და ''ჟირონაში'' განათხოვრებით თამაშზე უარი თქვა. მიმდინარე სეზონში ბრაჰიმ დიაზს პრემიერლიგაში არ უთამაშია და მხოლოდ ინგლისის სათასო გათამაშებებში ეძლეოდა შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში დიასს ერთი წუთიც არ უთამაშია, მაშინ როცა ''მანჩესტერ სიტიში'' თითოეული ადგილისთვის დიდი კონკურენციაა, რომელშიც რიად მაჰრეზი, ლეროი სანე, ბერნარდო სილვა და რაჰიმ სტერლინგი არიან ჩართულნი.

მაშინ როცა დიასს პრემიერლიგაში თამაშის საშუალება არ ეძლევა და მხოლოდ ინგლისის თასის გათამაშების მატჩებში მონაწილეობს, ''სამეფო კლუბის'' მაისურით ლა ლიგაში 23 წლის მარკოს ლორენტემ, 20 წლის ურუგვაელმა ფედერიკო ვალვერდემ და 21 წლის მცველმა სერხიო რეგულიონმა ითამაშეს.

''ბრაჰიმის შემთხვევა ძალიან მარტივია. მას დარჩენა სურს. ჩვენ გვსურს მასთან კონტრაქტი 4 ან 5 წლით გახანგრძლივდეს. ჩვენ მისი შენარჩუნებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მისი მომავალი მის ხელშია'' - აღნიშნა გუარდიოლამ.

დიასის გარშემო საუბრისას მნიშვნელოვანია ერთი ფაქტის აღნიშვნაც, რომ ფეხბურთელის აგენტი არის პეპ გუარდიოლას უფროსი ძმა პერეა.

 2011 წელს, როცა პეპ გუარდიოლა ''ბარსელონას'' მთავარი მწვრთნელი იყო, დიასი კატალონიაში იმყოფებოდა და კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, ''ბარსა'' ფეხბურთელის მამასაც შეუთანხმდა, თუმცა ''მალაგამ'' მოთამაშის გაყიდვაზე უარი თქვა.

 ''მალაგა'' ფეხბურთელს დაპირდა, რომ 16 წლის ასაკში ლა ლიგაში ითამაშებდა, თუმცა 14 წლის ასაკში ''მანჩესტერ სიტიში'' 300 000 ფუნტ სტერლინგად გაყიდეს და შემდეგომში თანხა 4,5-მილიონამდე გაიზარდა.

''პრემიერლიგაში დიასი შეგვიძლია ედენ აზარს შევადაროთ, თუმცა ის ოდნავ მესისა და დავიდ სილვასაც გავს. დიასი მესის დრიბლინგით გავს, ხოლო გუნდისთვის ისეთივე კარგია, როგორც დავიდ სილვა'' - აღნიშნავს ედვარდ ფრენსისი, რომელიც ''მანჩესტერ სიტიდან'' ''ალმერ სიტიშია'' განათხოვრებული.

ბრაჰიმ დიასი ორივე ფეხით კარგად თამაშობს, თუმცა დღეს უპირატესობას მარჯვენა ფეხით თამაშს ანიჭებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები