იკარდი სერია A-ს 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს!
Aa
Aa

იკარდი სერია A-ს 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს!

იტალიის სერია A-ს 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად, მილანის „ინტერის“ კაპიტანი, მაურო იკარდი დაასახელეს. იკარდიმ აღნიშნული წოდება მას შემდეგ დაიმსახურა, რაც იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

არგენტინელმა თავდამსხმელმა სერია A-ს გასულ სეზონში 29 გოლი გაიტანა, რითაც ჩირო იმობილესთან ერთად, ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა. მისი გუნდი კი მე-4 ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

ამასთანავე, იკარდი გასული ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდშიც დაასახელეს, რომელშიც ასევე მოხვდნენ: ალისონ ბეკერი (რომა); ჟოაო კანსელო (ინტერი); კალიდუ კულიბალი (ნაპოლი); ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); ალექს სანდრო (იუვენტუსი); მირალემ პიანიჩი (იუვენტუსი); სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო); რაჯა ნაინგოლანი (რომა); პაულო დიბალა (იუვენტუსი); მაურო იკარდი (ინტერი); ჩირო იმობილე (ლაციო).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები