''უოტფორდის'' ქომაგთა მადლობა ''ლესტერის'' გარდაცვლილ პრეზიდენტს
Aa
Aa

''უოტფორდის'' ქომაგთა მადლობა ''ლესტერის'' გარდაცვლილ პრეზიდენტს

ინგლისური საფეხბურთო კლუბის, ''უოტფორდის'' ქომაგებმა ''ლესტერთან'' შეხვედრაში ლუდი და საკვები უფასოდ მიიღეს.

პრემიერლიგის გასულ ტურში ''უოტფორდის'' ქომაგებმა ''ქინგ ფაუერზე'' შემდეგი შინაარსის წარწერა გამოფინეს: ''მადლობა ვიჩაის, მან მოგვცა ოცნების ნება. განისვენე მშვიდად.''

''უოტფორდის'' ქომაგებმა პატივისცემა ''ლესტერის'' ტრაგიკულად გარდაცვლილი პრეზიდენტის,  ვიჩაი  შრივადხანაპრაბჰას მიმართ გამოხატეს. გარდაცვლილი პრეზიდენტის შვილმა აიავატმა ''უოტფორდის'' გულშემატკივრების გამოფენილ ბანერს აპლოდისმენტით უპასუხა, შესვენებისას კი მეტოქე გუნდის ქომაგებმა ლუდი და საკვები სრულიად უფასოდ მიიღეს.

გარდაცვლილი პრეზიდენტის მართველობის პერიოდში ''ლესტერმა'' უდიდეს წარმატებას მიაღწია და 2016 წელს პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი სენსაცია იყო. ''მელიების'' ჩემპიონობით შეიქმნა პრეცენდენტი, რადგან დაბალი ბიუჯეტის კლუბმა გაცილებით მაღალი ბიუჯეტის კლუბებთან კონკურენციაში პირველი ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ,  28 ოქტომბერს ''ლესტერის'' პრეზიდენტის თვითმფრინავი ''ქინგ ფაუერიდან'' აფრინდა, თუმცა პილოტმა მართვის კონტროლი დაკარგა და სტადიონიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ჩამოფრინდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები