Aa
Aa

"ჩელსი" "რეალის" ფეხბურთელით დაინტერესდა!

სულ ახლახანს ბრიტანულ პრესაში მორიგი კულუარული ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც ლონდონის "ჩელსი" მადრიდის "რეალის" ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთ წევრს უმიზნებს. 

საუბარია განაპირა მცველ დანიელ კარვახალზე, რომელსაც ბრაზილიელი დანილოს მოსვლის შემდეგ საწყის თერთმეტეულში ადგილი გარანტირებული აღარ აქვს. თავად "ჩელსის" კი მის პოზიციაზე მაღალი დონის ოსტატი ნამდვილად სჭირდება, ვინაიდან ბრანისლავ ივანოვიჩი უკვე ასაკშია და ეს მის თამაშს ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ეეტყობა... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები