იურგენ კლოპმა ბოდიში მოიხადა
Aa
Aa

იურგენ კლოპმა ბოდიში მოიხადა

კვირას პრემიერ ლიგაში "მერსისაიდული" დერბი გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო პრინციპული დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

მატჩის 96-ე წუთზე დივოკ ორიჯიმ ჯორდან პიკფორდის შეცდომის ისარგებლა და "კანფეტების" კარის აღება მოახერხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ იურგენ კლოპმა გამარჯვება ემოციურად აღნიშნა. გერმანიელი სპეციალისტი სტადიონზე შევარდა, გახარებული დარბოდა და ალისონსაც ჩაეხუტა.

SKY SPORT-სთვის მიცემულ ინტერვიუში კლოპი სწორედ ამ ქმედებას გამოეხმაურა და საკუთარი დანაშაული აღიარა.

"პირველი რიგში მინდა სტადიონზე შევარდნის გამო ბოდიში მოვიხადო. მარკოს სილვას უკვე მოვუბოდიშე. ჩემი მიზანი "ევერტონის" მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა ნამდვილად არ ყოფილა. პირიქით ამ კლუბს უდიდეს პატივს ვცემ".

"ორი აზრი არაა რომ გაგვიმართლა, თუმცა საერთო ჯამში კარგი მატჩი ჩავატარეთ და ვფიქრობ დამსახურებული სამი ქულა მოვიპოვეთ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები