სეზარ ასპილიკუეტამ
Aa
Aa

სეზარ ასპილიკუეტამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით "ლონდონის ჩელსის" უკანახაზელმა, სეზარ ასპილიკუეტამ, გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ესპანელ მცველს "არისტოკრატებთან" მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლამდე აკავშირებდა, თუმცა "ლურჯები" ასპილიკუეტას თამაშით კმაყოფილები არიან და მას სამომავლო გეგმებში მოიაზრებენ.

Sky Sport-ის ინფორმაციით ახალი კონტრაქტი 2022 წლამდეა გათვლილი და ესპანელი უკანახაზელი ანაზღაურების სახით კვირაში 150 000 ფუნტს მიიღებს.

ასპილიკუეტა "არისტოკრატების" ღირსებას 2012 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მან პრემიერ ლიგის 38 მატჩიდან 37 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო 2016-17 წლებში მონაწილეობა ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატის ეგიდით გამართულ ყველა შეხვედრაში მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ასპილიკუეტას გარდა ლონდონელებთან კონტრაქტი მარკოს ალონსომ და ნგოლო კანტემ გაახანგრძლივეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები