ერნესტო ვალვერდე დემბელეს თამაშით კმაყოფილია
Aa
Aa

ერნესტო ვალვერდე დემბელეს თამაშით კმაყოფილია

„კატალონიის ბარსელონა“ წარმატებულ სვლას განაგრძობს. კვირას „ბლაუგრანამ“ „ვილიარეალი“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

მიღწეულ წარმატებაში დიდი წვლილი „ბარსას“ ახალგაზრდა შემტევმა, უსმან დემბელემ შეიტანა. ამ უკანასკნელმა მეტოქე გუნდის მცველები გააწამა და აქტივში ერთი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ერნესტო ვალვერდემ ფრანგი შემტევი შეაქო და განაცხადა: „დემბელემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და „ბარსელონას“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან დაკისრებულ მოვალეობას თავი მშვენივრად გაართვა და იმედი მაქვს მომავალშიც ყველაფერი ასე გაგრძელდება. უსმანი მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელიც სისწრაფით და დრიბლინგისა და დარტყმის საოცარი უნარით გამოირჩევა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები