Aa
Aa

"იუვეს" რომელი ვარსკვლავის შეძენას შეეცდება "ბარსელონა" იანვრის ბოლომდე?

მეტად საინტერესო ცნობას ავრცელებენ ესპანური ჟურნალ-გაზეთები კატალონიური "ბარსელონას" სატრანსფერო მიზნებისა და მისწრაფებების შესახებ.

თურმე, ბარსელონელებმა თვალი იტალიური "იუვენტუსის" არგენტინელ ფორვარდ პაულო დიბალას დაადგეს. ეს მართლაც უნიჭიერესი არგენტინელი დღითი-დღე პროგრესირებს და აშკარად იგრძნობა, რომ მისი სახით მსოფლიო ფეხბურთს დიდი თავდამსხმელი ეზრდება. როგორც ჩანს ამავე აზრზე არიან "ბლაუგრანას" ხელმძღვანელებიც, რომლებიც სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე იტალიელებისთვის სატრანსფერო შეთავაზების გაკეთებას აპირებენ. 

შეგახსენებთ, რომ დიბალას ფასი 60-დან 65 მილიონ ევრომდე მერყეობს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები