ნეიმარის ტრავმა სერიოზული არაა - რამდენ ხანს დაისვენებს ბრაზილიელი?..
Aa
Aa

ნეიმარის ტრავმა სერიოზული არაა - რამდენ ხანს დაისვენებს ბრაზილიელი?..

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურის დასკვნითი შეხვედრა ჟირონდაში, "ბორდოსა" და "პარი სენ ჟერმენს" შორის გაიმართა. თამაში 2:2 დასრულდა, სტუმართა ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა კი 57-ე წუთზე მოედანი ტრავმის გამო დატოვა.

26 წლის შემტევმა ანგარიშის გახსნა მოახერხა, ხოლო მეორე ტაიმში იგი ჟან-ერიკ მაქსიმ ჩუპო მოტინგით ჩაანაცვლეს. მისი გუნდის ლიდერის დაზიანების შესახებ, ტომაშ ტუხელმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ტრავმა სერიოზული არაა.

"ვესაუბრე ნეიმარსაც და სამედიცინო შტაბის წევრებსაც, რომელთაც მითხრეს, რომ განსაკუთრებულად სერიოზული არაფერია, თუმცა "ნეის" მომჯობინება სჭირდება.

ამჟამინდელი ვარაუდით, იგი ოთხშაბათს გასამართ "სტრასბურთან" მატჩს გამოტოვებს, "მონპელიესთან" კი გუნდის დახმარება შეეძლება". - აცხადებს ტუხელი.

"პსჟ"-მ საფრანგეთის ჩემპიონატში 14 მატჩიანი მოგებათა სვლა შეწყვიტა და სწორედ "ბორდოს" რეკორდი გაიმეორა, რომელმაც 2009 წელს ასევე ზედიზედ 14 შეხვედრა მოიგო. 

ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატის მასშტაბით, ყველაზე გრძელი მოგებათა სერია მიუნხენის "ბაიერნს" აქვს, რომელმაც 2013-2014 წლებში 19 თამაში მოიგო, მეორე ადგილზე, 17 მატჩიანი სერიით, 2006-2007 წლების მილანის "ინტერია", შემდეგ კი "ბარსელონა" და "რეალი" მოდიან, პირველმა მათგანმა 2010-2011 წლებში, ხოლო მეორემ 2016 წელს, ჩემპიონატის 16 დაპირისპირება გამარჯვებით ზედიზედ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები