არიენ რობენი სეზონის ბოლოს
Aa
Aa

არიენ რობენი სეზონის ბოლოს "ბაიერნს" დატოვებს

"მიუნხენის ბაიერნის" 34 წლის გარემარბმა, არიენ რობენმა, განაცხადა, რო წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ "რეკორდმაისტერს" დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი "ალიანს არენაზე" 2009 წლის აგვისტოში გადაბარგდა. სულ მალე იგი "ბაიერნის" ერთ-ერთ ლიდერად იქცა და გუნდთან ერთად ბუნდესლიგის 7-ჯერ და გერმანიის თასის 4-ჯერ მოპოვება მოახერხა.

რობენის მიუნხენური კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "დორტმუნდის" წინააღმდეგ, 89-ე წუთზე, გატანილი გოლი გახლდათ. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი "რეკორდმაისტერმა" სწორედ ამ ბურთის წყალობით დაისაკუთრა.

34 წლის ფეხბურთელმა სამომავლო გეგმების შესახებ "Omnisport"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა:"წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნს" დავტოვებ. კლუბში შესანიშნავი 10 წელიწადი გავატარე, თუმცა ახლა წასვლის დროა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები