მჭედლიძემ სერია ა-ში ზედიზედ მეორედ ითამაშა - მეტოქესთან კამათისთვის გააფრთხილეს
Aa
Aa

მჭედლიძემ სერია ა-ში ზედიზედ მეორედ ითამაშა - მეტოქესთან კამათისთვის გააფრთხილეს

იტალიის სერია ა-ს მე-14 ტურში ''სპალისა'' და ''ემპოლის'' შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ''ემპოლის'' ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ სერია ა-ში ზედიზედ მეორე მატჩში ითამაშა. 28 წლის ქართველი თავდამსხმელი მოედანზე ამჯერადაც მეორე ტაიმში გამოჩნდა.

''სპალთან'' შეხვედრაში მჭედლიძე მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო.

89-ე წუთზე მჭედლიძე მეტოქის ფეხბურთელთან კამათისთვის გააფრთხილეს.

20-გუნდიან ლიგაში ''ემპოლი'' 13 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

მიმდინარე სეზონში მჭედლიძემ იტალიური გუნდის მაისურით 5 მატჩი ჩაატარა (4 - სერია ა, 1 - იტალიის თასი). მან საერთო ჯამში მოედანზე 88 წუთი გაატარა.

შეგახსენებთ, სერია ა-ს მე-6 ტურში მოედანს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე დაუბრუნდა. ''ემპოლიმ'' ''კარლო კასტელანიზე'' ჯენარო გატუზოს გაწვრთნილ ''მილანს'' უმასპინძლა. საფეხბურთო დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. 

მეორე ტაიმში თამაშში 28 წლის ლევან მჭედლიძე ჩართო, რომელიც ქულის მოპოვებაში მასპინძლებს მნიშვნელოვნად დაეხმარა. ქართველმა თავდამსხმელმა პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ფრანჩესკო კაპუტომ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები