აარონ რემზის გადმობირებით
Aa
Aa

აარონ რემზის გადმობირებით "მადრიდის რეალი" დაინტერესდა

"არსენალის" ფეხბურთელის, აარონ რემზის, საკუთარ რიგებში ხილვა "მადრიდის რეალს" სურს. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, "Mirror" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ უელსელ ნახევარმცველს "მეთოფეებთან" კონტრაქტი წლევანდელი სეზონის ბოლოს ეწურება და როგორც ცნობილია ლონდონელები მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ გეგმავენ.

"Mirror"-ის ცნობით "სამეფო კლუბის წარმომადგენლები რემზის უკვე დაუკავშირდნენ და სამომავლო გეგმები გააცნეს. "ნისლიან ალბიონზე" გავრცელებული ინფორმაციით მადრიდელები აარონს საკმაოდ მაღალ ხელფასს შესთავაზებენ.

ბრიტანული გაზეთი ასევე იუწყება რომ "რეალი" მოლაპარაკებებისას გარეტ ბეილსა და აარონ რემზის შორის არსებული ურთიერთობის გამოყენებას აპირებს. აღნიშნული დუეტი წლებია უელსის ნაკრებში ერთად თამაშობს და მინდორს მიღმა საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვთ.

რემზი "არსენალში" 17 წლის ასაკში, "კარდიფიდან", მივიდა. გუნდის მაისურით მან 347 შეხვედრა ჩაატარა და 60 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები