ემერის აზრით პოჩეტინო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
Aa
Aa

ემერის აზრით პოჩეტინო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

ლონდონის ''არსენალის'' მთავარი მწვრთნელის, უნაი ემერის აზრით მაურისიო პოჩეტინო პეპ გუარდიოლასა და დიეგო სიმეონეს გვერდით დგას და მათ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელებად მიიჩნევს.

 ''მისი კარიერა ძალიან თანმიმდევრულია. მისი შექმნილი სტრუქტურა ყოველ გუნდში ძალიან ნათელია. პოჩეტინოს გაწვრთნილი გუნდები სანახაობრივი კუთხით კარგ ფეხბურთს თამაშობენ.

ის ესპანეთში მოღვაწეობდა, შემდეგ ''საუთჰემპტონს'' წვრთნიდა, ამჟამად კი ''ტოტენჰემის'' მთავარი მწვრთნელია. მასთან და მის სამწვრთნელო შტაბთან მუშაობით ახალგაზრდა ფეხბურთელები დიდ პროგრესს აღწევენ.

ვფიქრობ მან დაიმსახურა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების, გუარდიოლასა და სიმეონეს გვერდით დავაყენოთ.''

46 წლის პოჩეტინოს სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული ჯერ კიდევ არ მოუპოვებია, ხოლო სიმეონესა და გუარდიოლას გუნდებმა არაერთი გათამაშება მოიგეს.

გასულ ზაფხულში მაურისიო პოჩეტინოს გადაბირება ''სამეფო კლუბს'' სურდა, თუმცა არგენტინელი ჩრდილოლონდონურ კლუბში დარჩა.

ფოტო წარსულიდან: ''ესპანიოლის'' მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო და ''ვალენსიას'' მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი

''მას კლუბში და ზოგადად პრემიერლიგაში დიდ პატივს სცემენ. ის კარგად მუშაობს, თუმცა ნებისმიერი მწვრთნელის მომავალი მისი გუნდის ნაჩვენებ შედეგზეა დამოკიდებული'' - აღნიშნა ემერიმ.

შეგახსენებთ, პრემიერლიგის მე-14 ტურში ''არსენალი'' ''ემირეითსზე'' ლონდონის ''ტოტენჰემს'' უმასპინძლებს. მატჩი 2 დეკემბერს თბილისის დროით 18 საათსა და 5 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები