სიმეონე: ასეთი რამეებიც ხდება
Aa
Aa

სიმეონე: ასეთი რამეებიც ხდება

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, მადრიდის "ატლეტიკომ" საკუთარ მოედანზე ვიგოს "სელტა" მიიღო და ყველასთვის მოულოდნელად, ტურნირს გამოეთიშა. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო პაბლო სიმეონემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნულ მატჩზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ფეხბურთი მოულოდნელობებით არის აღსავსე.

"ვეცადეთ გვეთამაშა ჩვენი ფეხბურთი, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა და სამი ბურთი გავუშვით. ეს "ატლეტიკოსთვის" საკმაოდ უცხოა, თუმცა ასეთი რამეებიც ხდება. ზოგჯერ შესაძლოა წააგო შემტევი ფეხბურთის ჩვენების დროსაც, მაგრამ ეს ფეხბურთია, რომელიც ყოველთვის მოულოდნელობებით არის აღსავსე“ – განაცხადა სიმეონემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები