არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი გახდა
Aa
Aa

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი გახდა

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის, კლაუდიო ტაპიას, განცხადებით უახლოეს მომავალში ლიონელ სკალონი „ალბისელესტეს“ თავკაცის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს.

40 წლის სპეციალისტი ქვეყნის ეროვნული გუნდის დროებით მწვრთნელად მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მოგვევლინა. მისი წინამძღოლობით არგენტინის ნაკრებმა 6 ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

კლაუდიო ტაპია და ფეხბურთის ასოციაციის დანარჩენი წევრები ლიონელის მუშაობით კმაყოფილები არიან და მასთან კონტრაქტის გაფორმებას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება და ყველაფერი უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება.

არგენტინაში სკალონის საკმაოდ კარგი პრესა აქვს და მის მიერ გაწეულ სამუშაოს „ალბისელესტეს“ ლეგენდარული ფეხბურთელებიც დადებითად აფასებენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ 40 წლის სპეციალისტის ფორმაციის ეროვნულ გუნდი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის, ლიონელ მესის, გარეშე ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები