NBA: გრიფინმა ჩხუბის დროს ხელი მოიტეხა
Aa
Aa

NBA: გრიფინმა ჩხუბის დროს ხელი მოიტეხა

„ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ რამდენიმე კვირით დაკარგა თავისი ერთ-ერთი ლიდერი ბლეიკ გრიფინი. მძიმე ფორვარდმა კლუბის თანამშრომელთან ჩხუბის დროს ხელი მოიტეხა.

„ESPN“-ის ინფორმაციით, ჩხუბი ტორონტოს ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. გრიფინმა "კლიპერსის" წარმომადგენელს ჯერ შენობაში დაარტყა სახეში, ხოლო, როცა მსხვერპლი გარეთ გავიდა, გამოეკიდა მას და კიდევ ერთხელ დაესხა თავს. ინციდენტისას კალათბურთელმა მარჯვენა ხელი მოიტეხა, კლუბის თანამშრომელს კი სახე აქვს დაზიანებული.

გრიფინი კარგა ხანი არ თამაშობდა კუნთის დაზიანების გამო და მალე უნდა ჩამდგარიყო მწყობრში, მაგრამ ახლა, სულელური მიზეზით, მისი დაბრუნება რამდენიმე კვირით გადაიდო.

მიმდინარე სეზონში გრიფინის საშუალო მაჩვენებლები 23.2 ქულასა და 8.7 მოხსნას უდრის.

 

ინდიანა-კლიპერსი    89:91

25:25, 26:21, 21:28, 17:17

ი: ჯორჯი (31+11 მოხსნა), ტერნერი (16), ჯორჯ ჰილი (15), მაინმი (12+10 მოხსნა).

კ: პოლი (26+7 პასი), რედიკი (19), ჯონსონი (15), ჯორდანი (9+19 მოხსნა).

 

ფილადელფია-ფინიქსი       113:103

31:24, 23:21, 30:26, 29:32

ფილ: სმიტი (20+9 პასი), კოვინგტონი (19), სტაუსკასი (15), ნოელი (14+9 მოხსნა), ტომპსონი (13), გრანტი (10).

ფინ: გუდვინი (26+6 პასი), ლენი (16+12 მოხსნა), ბუკერი (12+7 პასი), უიმსი (12).

 

ბრუკლინი-მაიამი      98:102

29:24, 28:27, 16:26, 25:25

ბ: ბარნიანი (20), ჯონსონი (15+8 პასი), ლოპესი (13+10 მოხსნა), იანგი (12), ბოგდანოვიჩი (11), სლოუნი (10).

მ: უეიდი (27+8 პასი), ბოში (27), უინსლოუ (13+7 მოხსნა), დენგი (10).

 

ნიუ იორკი-ოკლაჰომა          122:128 (ო)

34:38, 29:23, 28:27, 22:25, 9:15

ნ-ი: ჰელოუეი (21), უილიამსი (19+10 მოხსნა), აფლალო (17), ტომასი (16), პორზინგისი (15), ლოპესი (10).

ო: დურანტი (44+14 მოხსნა), უესტბრუკი (30+8 მოხსნა+10 პასი), უეიტერსი (14), იბაკა (12+17 მოხსნა), პეინი (12).

 

ტორონტო-ვაშინგტონი        106:89

24:18, 29:32, 24:20, 29:19

ტ: ლოური (29), დეროზანი (17), როსი (15), ვალანჩუნასი (13+12 მოხსნა), ჯოზეფი (10+6 პასი).

ვ: უოლი (18+14 პასი), პორტერი (15+8 მოხსნა), ნილი (14), ნენე (10).

 

მილუოკი-ორლანდო           107:100

23:30, 30:26, 29:22, 25:22

მ: მიდლტონი (25+7 პასი), ანტენტოკუნმპო (25+9 მოხსნა), მონრო (21+11 მოხსნა), პარკერი (15+7 მოხსნა), ბეილესი (12).

ო: ოლადიპო (18), ვუჩევიჩი (16+12 მოხსნა), ფურნიე (15), ჰარისი (13), ჰეზონია (11).

 

პორტლენდი-საკრამენტო   112:97

33:29, 25:23, 30:22, 24:23

პ: მაკალუმი (18), ლილარდი (15+13 პასი), ჰენდერსონი (15), კრები (13), პლამლი (12+8 მოხსნა), დევისი (11), ვონლე (10+7 მოხსნა).

ს: კაზინსი (17), რონდო (15+11 პასი), ბელინელი (14), კოული-სტაინი (12+7 მოხსნა+4 დაფარება), კასპი (10+8 მოხსნა).

 

ლეიკერსი-დალასი   90:92

25:32, 33:24, 20:21, 12:15

ლ: კლარკსონი (18+7 პასი), რენდლი (16+11 მოხსნა), უილიამსი (14), რასელი (12), ჰიბერტი (11).

 

დ: ბარეა (18), პარსონსი (17+9 მოხსნა), ნოვიცკი (13), უილიამსი (11).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები