სესკ ფაბრეგასმა ჰადსონ-ოდოის ინტერვიუ „ჩაშალა“
Aa
Aa

სესკ ფაბრეგასმა ჰადსონ-ოდოის ინტერვიუ „ჩაშალა“

ევროპა ლიგის ეგიდით, „პაოკთან“ გამართული დაპირისპირება კალუმ ჰადსონ-ოდოისთვის დაუვიწყარი გამოდგა. 18 წლის ფეხბურთელი „არისტოკრატების“ ძირითად შემადგენლობაში კარიერაში მეორედ გამოვიდა და „ლურჯების“ მაისურით პირველი ბურთის შეგდებაც მოახერხა.

ჰადსონ-ოდოიმ სესკ ფაბრეგასის გადაცემა მიიღო, რამდენიმე მოძრაობა გააკეთა და შემდეგ მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.

გასაკვირი სულაც არ ყოფილა, რომ მატჩის შემდეგ მასთან ინტერვიუს ჩასაწერად “Chelsea TV“-ის ჟურნალისტები მივიდნენ, თუმცა ყველაფერი საკმაოდ უცნაურად წარიმართა.

კალუმი საკუთარ სიხარულს მასმედიის წარმომადგენლებს უზიარებდა და შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობდა, როცა მასთან სესკ ფაბრეგასი მივიდა...

ჰადსონ-ოდოი: „დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. დიდი სამუშაო გავწიეთ და სამი ქულა დავისაკუთრეთ“...

ესპანელი ფეხბურთელი კადრში ზუსტად ამ დროს გამოჩნდა და კალუმს ასეთი კითხვით მიმართა: „ჰეი, ვინ დაგეხმარა „ჩელსიში“ სადებიუტო გოლის გატანაში“?

ჰადსონ-ოდოი: „ჩელსიში“ პირველი გოლი სესკის ასისტით გავიტანე. დიდი მადლობა“.

ფაბრეგასი: „ყოველთვის გემახსოვრები არა“?!

„ჰადსონ-ოდოი: „ყოველთვის! ყოველთვის“!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები