Mirror:
Aa
Aa

Mirror: "დე ხეა გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ჟოზე მოურინიოს მომავალი გაირკვევა"

დავიდ დე ხეას „მანჩესტერული" მომავალი ბურუსითაა მოცული. ესპანელი გოლკიპერის შესახებ უცხოურ პრესაში ბევრი იწერება. გავრცელებული ინფორმაციით 28 წლის მეკარის გადმობირებით „იუვენტუსი“ და „პსჟ“ არიან დაინტერესებული, თუმცა „წითელი ეშმაკები“ მის გაშვებას არ აპირებენ.

“Mirror“-ის ცნობით დე ხეა ახალი ხელშეკრულების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ჟოზე მოურინიოს მომავალი გაირკვევა. ესპანელი მეკარე „ოლდ ტრაფორდზე“ ბედნიერია, მაგრამ აინტერესებს კლუბი განვითარების რა გზას აირჩევს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით დე ხეას სერიოზული მოთხოვნები აქვს. მას ხელფასის გაზრდა და კვირაში 350 000 მიღება უნდა. ამასთან ერთად ესპანელ გოლკიპერს ჩემპიონთა ლიგის და პრემიერ ლიგის მოგების სურვილი ამოძრავებს.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს „მანჩესტერი“ 21 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება. „წითელი ეშმაკები“ სატურნირო ცხრილის ლიდერს, „სიტის“, 14 ქულით, ხოლო მეოთხე ადგილზე მყოფ „ჩელსის“ 7 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები