“ფერარი“ ფორმულა 1-ის გაიაფებას ითხოვს
Aa
Aa

“ფერარი“ ფორმულა 1-ის გაიაფებას ითხოვს

ფერარის ხელმძღვანელი მაურიციო არივაბანე ფიქრობს, რომ ფორმულა ერთი უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. „დიდი პრიზების ცირკის“ ფორმულა ერთის სიძვირის თემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასული სეზონის ბოლოს, ფინანსურმა პრობლემებმაკატერჰემისდამარუსიასგაკოტრება გამოიწვია. ამათგანმარუსიასგადარჩენა მოხერხდა და ამჟამად ისმენორისსახელით ასპარეზობს. თუმცა, პრობლემები ამით არ დასრულებულა. რამდენიმე გუნდმა, მათ შორისფორს ინდიამ“, ორმულა ერთის პრომოუტერ ბერნი ეკლსტოუნს, ავსტრალიური რბოლის წინ, ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.

ფორს ინდიასხელმძღვანელის როლის შემსრულებელმა ბობ ფერნლიმ არაერთხელ მოითხოვა ფასების შემცირებისთვის რეალური ნაბიჯების გადადგმა, რაც დამოუკიდებელ  გუნდებს გადარჩენის საშუალებას მისცემს და სპორტს ახალი გუნდებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

რაც შეეხებაფერარის“, ის ერთ-ერთი უმდიდრესია, თუმცა არივაბენე აღიარებს, რომ ამ მიმართულებით, რაღაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს:

 

 „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა 1 უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ვფიქრობ, სტანდარტიზაცია ერთ-ერთი ვარიანტია. ზოგიერთი ნაწილის სტანდარტიზაცია, ღირებულების შეკვეცის საინტერესო საშუალებაა, მაგრამ რა თქმა უნდა, ის მთლიანად მანქანას არ უნდა შეეხოს. ეს ორმულა ერთია და არა სხვა სერია, სადაც ყველა მანქანა ერთნაირად გამოიყურება და სადაც ამის გამო, სპექტაკლს ვერ ნახავთ“.  - განაცხადა არივაბანემ.

ცხელი ამბები