Aa
Aa

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტალინის “საკუ არენაზე” ივარჯიშა

საქართელოს ნაკრებმა ტალინის “საკუ არენაზე” საღამოს ივარჯიშა.

ილიას ზუროსმა ნაკრები დიდხანს არ ავარჯიშა. ძირითადი დრო იმ კონკრეტული კომბინაციების დამუშავება-გამეორებას დაეთმო, რაზეც გაკეთდება აქცენტი დღევანდელ მატჩში.

ქართველმა მოთამაშეებმა ჩვეულებრივზე მეტი დრო დაუთმეს სროლებს, ასევე ფიზმომზადებასა და ეგრედწოდებულ მოთელვებს.

ესტონეთისა და საქართელოს ეროვნული გუნდების მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება .

შეგახსენებთ, რომ ესტონეთთან მატჩის მეორე დღეს საქართელოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება, სადაც 3 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ საკვალიფიკაციო მატჩს ისრაელთან გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები