Aa
Aa

საკალათბურთო ნაკრები ესტონეთშია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ტალინში ჩავიდა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესტონეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრა ტალინის “საკუ არენაზე” 30 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

ესტონეთის ნაკრები L ჯგუფის აუტსაიდერია, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს გაუთანაბრდება.

საქართველოს ნაკრები 23 ნოემბრიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ემზადება.

ჩვენს ნაკრებს მომავალ მატჩებში ვერ დაეხმარებიან ევროლიგაში მოასპარეზე ესპანური “ბასკონიას” წევრები – თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები