როჯერსმა დაასახელა კლუბი, რომელსაც არასოდეს არ ჩაიბარებს
Aa
Aa

როჯერსმა დაასახელა კლუბი, რომელსაც არასოდეს არ ჩაიბარებს

„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ ვან გაალის განთავისუფლების შემთხვევაში, ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაწვრთნის სურვილს არ გამოთქვამს.

„როდესაც „ლივერპულის“ გაწვრთნას თანხმდები, შენ უკვე გაანალიზებული გაქვს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ აღარასოდეს არ უნდა ახსენო“ - განაცხადა ბრენდან როჯერსმა „TalkSPORT“-თან საუბარში.

როგორც მოგეხსენებათ, 43 წლის სპეციალისტი „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 2015 წლის ოქტომბერში გაანთავისუფლეს. მისი მუშაობის პერიოდში „ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ ტრანსფერებში 400 მილიონი ევრო დახარჯა, თუმცა კლუბმა მნიშვნელოვან წარმატებას მაინც ვერ მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები