ნეიმარის მორიგი მიღწევა
Aa
Aa

ნეიმარის მორიგი მიღწევა

"ლივერპულის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში "პსჟ"-ს შემტევმა, ნეიმარმა, ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

მატჩის 36-ე წუთზე 26 წლის ფეხბურთელმა "მერსისაიდელთა" კარი აიღო. ნეიმარისთვის ეს ბურთი ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 31-ე გოლი აღმოჩნდა. ამ მაჩვენებლით მან ლეგენდარულ კაკას გადაასწრო და ახლა ხენებულ ტურნირზე ბრაზილიელთა შორის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

"პსჟ"-ს შემტევმა 31 ბურთი 51 შეხვედრაში შეაგდო. კაკამ 30 გოლი 86 მატჩში გაიტანა, ხოლო მესამე ადგილზე მყოფ რივალდოს მეტოქეების კარის 27-ჯერ ასაღებად 76 შეხვედრა დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოცე ფეხბურთელია, რომელმაც ამ ტურნირზე 30-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა.

რაც შეეხება მატჩს, შეხვედრა პარიზული კლუბის გამარჯვებით დასრულდა. "პსჟ"-მ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა და მერვედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები