ერისთავის ბრწყინვალე გოლი იმერულ დერბიში
Aa
Aa

ერისთავის ბრწყინვალე გოლი იმერულ დერბიში

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ''სამტრედიამ'' ზესტაფონის ''დავით აბაშიძეზე'' საჩხერის ''ჩიხურას'' უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

მე-3 წუთზე სამტრედიელთა კაპიტან შოთა კერძევაძის შეცდომას მიხეილ სარდალიშვილის გოლი მოჰყვა. სოსო ფრუიძის გუნდმა მე-17 წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა. გაბედავამ ჯარიმა თანაგუნდელთან გაითამაშა, საბოლოოდ კი ბაქარ მირცხულავამ ილია სტურუას კარში ახლო მანძილიდან შეაგდო.

81-ე წუთზე ნომინალური მასპინძლების კონტრშეტევა გოლით დასრულდა. მამასახლისის პასის შემდეგ გიორგი ერისთავმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

ერისთავის ეფექტური გოლი

''სამტრედია'' სეზონს მე-9 ადგილზე დაასრულებს, რადგან გიორგი დარასელიას გუნდი 21 ქულით მე-9 ადგილზეა და მერვეადგილოსან ''სიონს'' 10 ქულით ჩამორჩება. ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე იმერულ კლუბს ორი მატჩი აქვს დარჩენილი.

''ჩიხურა'' 60 ქულით მე-4 ადგილზეა და მესამეადგილოსან ''ტორპედოს'' მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. 33-ე ტურში, 30 ნოემბერს ''ტორპედო'' უმასპინძლებს ''საბურთალოს,'' რომელმაც ჩემპიონის ტიტული გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოიპოვა.

სამტრედია - ჩიხურა 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 სარდალიშვილი (3), 0:2 მირცხულავა (17), 1:2 ერისთავი (81)

ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ''რუსთავმა'' მიხეილ მესხის სათადარიგო მინდორზე გორის ''დილას'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.''დილა'' მეოთხეადგილოსან ''ჩიხურას'' 3 ქულით ჩამორჩება.

სატურნირო მდგომარეობა

ფოტო/ვიდეო: fcsamtredia.com, eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები