„იუვენტუსი“ „ჩელსიდან“ ნათხოვარ ფეხბურთელს იწუნებს
Aa
Aa

„იუვენტუსი“ „ჩელსიდან“ ნათხოვარ ფეხბურთელს იწუნებს

იტალიური პრესის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსი“ „ჩელსის“ საკუთრებაში მყოფი შემტევის, ხუან კუადრადოს გამოსყიდვის საკითხს სკეპტიკურად უყურებს.

როგორც ტურინული გამოცემები იუწყებიან, ჯუზეპე მაროტა არ აპირებს შეთანხმების თანახმად კოლუმბიელის სანაცვლოდ 25 მილიონის გადახდას.

ფეხბურთელის არასტაბილურმა ასპარეზობამ ვერ დაარწმუნა ალეგრი და კომპანია მის სამომავლო საჭიროებაში. პრესის წარმომადგენლები უფრო შორს მიდიან და აცხადებენ, რომ ის მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლება „იუვენტუსმა“ ლონდონელებს შესთავაზოს, მაქსიმუმ 12 მილიონ ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები