დე ხეას ფინანსური მოთხოვნა - ესპანელი კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს
Aa
Aa

დე ხეას ფინანსური მოთხოვნა - ესპანელი კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს

''მანჩესტერ იუნაიტედის'' მეკარე დავიდ დე ხეა კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს.ესპანელი ინგლისურ გრანდში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ კლუბი ხუთწლიან კონტრაქტში გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს. დე ხეას სურს ყოველკვირეული ხელფასი 350 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენდეს. 

ასეთ შემთხვევაში დე ხეა კლუბში ალექსის სანჩესთან ერთად ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება. პარალელურად 28 წლის ფეხბურთელის კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მისი გადაბირებით ტურინის ''იუვენტუსი'' და პსჟ ინტერესდებიან.

''წითელმა ეშმაკებმა'' მოთამაშეს ხელფასის 275 000 ფუნტ სტერლინგამდე გაზრდა შესთავაზეს, თუმცა დე ხეამ წინადადებას უარით უპასუხა.

როგორც dailymail-ის წერს, 28 წლის მეკარეს კლუბთან კონტრაქტის ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება და თუ ''მანჩესტერ იუნაიტედს'' ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა, პირველი იანვრიდან დაინტერესებულ კლუბებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

დე ხეას ბრწყინვალე სეივი ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში ''იანგ ბოიზთან''

დე ხეას წარმომადგენლებს კარგად მოეხსენებათ, რომ კლუბმა ფინანსური მოთხოვნები მარუან ფელაინსა და ლუკ შოუს დაუკმაყოფილა.

კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დე ხეას შესახებ მედიასთა ისაუბრა: ''ჩვენი მეკარე მსოფლიოში საუკეთესოა. მას დარჩენა სურს. ვიცი რომ მისი აგენტი დე ხეას კლუბში ყოფნით ბედნიერია. გარდა ამისა კლუბის ხელმძღვანელების სურვილიც იდენტურია. ისინი ახალ კონტრაქტზე მუშაობენ. იმედი მაქვს ადრე თუ გვიან შეთანხმება შედგება.''

დე ხეა ინგლისურ კლუბში 2011 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელი მადრიდის ''ატლეტიკოდან'' ''მანჩესტერ იუნაიტედში'' 18,9 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრი პრემიერლიგის გამარჯვებული მხოლოდ ერთხელ, 2012-13 წლების სეზონში გახდა, 2017 წელს კი ევროპა ლიგის თასი მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში დე ხეამ პრემიერლიგის 13 მატჩიდან მხოლოდ ერთი დაასრულა გოლის გაშვების გარეშე. მოურინიოს გუნდი 21 ქულით მე-7 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები