„ჩელსი“ „მანჩესტერის“ ყოფილი თავდამსხმელით დაინტერესდა
Aa
Aa

„ჩელსი“ „მანჩესტერის“ ყოფილი თავდამსხმელით დაინტერესდა

Sky Sports”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "ჩელსი" "ფენერბაჰჩეს" თავდამსხმელ რობინ ვან პერსით დაინტერესდა.

ჰოლანდიელ თავდამსხმელს „ფენერბახჩესთან“ კონტრაქტი  2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ინგლისური კლუბი კი აპირებს, რომ უახლოეს პერიოდში თურქულ კლუბს 32 წლის ჰოლანდიელი ფორვარდის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართოს.

რობინ ვან პერსიმ თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 18 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 7 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები