Aa
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდებმა ჟოზე მოურინიო გააკრიტიკეს

"იანგ ბოიზთან" გამართული მატჩის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა ჟოზე მოურინიო მიწასთან გაასწორეს.

BT Sport-ის ეთერში საუბრისას პოლ სქოულზმა და რიო ფერდინანდმა პორტუგალიელი სპეციალისტის კოლექტივის ნაჩვენები თამაში გააკრიტიკეს და "განსაკუთრებულს" ცვლილებების გატარებისკენ მოუწოდეს.

პოლ სქოულზი: "ჟოზე მოურინიოს გუნდს სტაბილურობა საერთოდ არ ახასიათებს. "იუვესთან" მატჩში მათ არც თუ ისე კარგად იასპარეზეს, მაგრამ სასურველი შედეგის მიღწევა მაინც მოახერხეს. მეორეს მხრივ შეგვიძლია "ვულვზის" და "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრები გავიხსენოთ, სადაც "იუნაიტედის" ფეხბურთელებს გოლის გატანა ძალიან უჭირდათ".

"გამონაკლისი არც "იანგ ბოიზთან" მატჩი გამოდგა. მოურინიოს გუნდმა საშინელი თამაში აჩვენა და განსაკუთრებით ცუდად მეორე ნახევარში გამოიყურებოდა. "მანჩესტერის" ფეხბურთელებმა მეტოქეს ვერცერთ ასპექტში აჯობეს და სიმართლე გითხრათ "იანგ ბოიზის" წაგების გამო ძალიან ვწუხვარ".

რიო ფერდინანდი: "ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ "იუნაიტედმა" საშინლად იასპარეზა. დე ხეა რომ არ ყოფილიყო მოურინიოს გუნდი ამ შეხვედრას წააგებდა კიდეც, თუმცა მთავარი შედეგია და პორტუგალიელი სპეციალისტი მოპოვებული სამი ქულით ბედნიერი უნდა იყოს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები