ლუის ვან გაალი:
Aa
Aa

ლუის ვან გაალი: "ბარსას" ნეიმარის ტრანსფერი კარგს არაფერს მოუტანს"

"ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლუის ვან გაალი, მიიჩნევს, რომ ნეიმარის "კამპ ნოუზე" დაბრუნება კატალონიურ გუნდზე უარყოფითად იმოქმედებს.

26 წლის ბრაზილიელის ტრანსფერის შესახებ უცხოურ პრესაში ბევრი იწერება. ფრანგული გამოცემების მიხედვით "პსჟ" მზადაა ნეიმარი 200 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს.

26 წლის ფეხბურთელმა "ბლაუგრანას" მაისურით 186 შეხვედრა ჩაატარა და 105 გოლი გაიტანა. მიუხედავად ამისა ვან გაალი თვლის, რომ ბრაზილიელი შემტევის გადმობირება არასწორი ნაბიჯი იქნება.

"ვფიქრობ "ბარსელონას" ნეიმარის ტრანსფერი კარგს არაფერს მოუტანს, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრია".

"ნეიმარი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ბევრი რამ აქვს სასწავლი. პირველ რიგში იგი გუნდზე ორიენტირებულ მოთამაშედ უნდა იქცეს".

"ნეიმარი ზედმეტი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ "ბარსელონა" ბრაზილიელის ტრანსფერზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები