ჟოზე მოურინიომ დავიდ დე ხეას მომავლის შესახებ ისაუბრა
Aa
Aa

ჟოზე მოურინიომ დავიდ დე ხეას მომავლის შესახებ ისაუბრა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, დარწმუნებულია, რომ დავიდ დე ხეას კლუბის დატოვება არ სურს. პორტუგალიელ სპეციალისტს სჯერა, რომ 28 წლის გოლკიპერი "წითელ ეშმაკებთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ბოლო პერიოდში ბრიტანული ტაბლოიდები აქტიურად იუწყებოდნენ, რომ ესპანელი კიპერი კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებას გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთ ვარიანტად "პსჟ" განიხილებოდა, თუმცა მოურინიომ ყველაფერი უარყო.

"იანგ ბოიზთან" მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა: "დე ხეა უმაღლესი დონის გოლკიპერია. იგი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და თუ გუნდს წარმატების მიღწევა სურს მისი შენარჩუნება აუცილებელია".

"როგორც უკვე აღვნიშნე ჩვენს კარს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იცავს და ვიცი, რომ მას გუნდში დარჩენა სურს. დარწმუნებული ვარ მისი აგენტი დავიდის გასაბედნიერებლად ყველაფერს გააკეთებს. დე ხეას შენარჩუნება კლუბის მმართველ საბჭოსაც სურს და ისინი დავიდის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ".

"იმედი მაქვს ადრე თუ გვიან შეთანხმება შედგება".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები