ითამაშებს თუ არა ბალოტელი „ინტერის“ წინააღმდეგ
Aa
Aa

ითამაშებს თუ არა ბალოტელი „ინტერის“ წინააღმდეგ

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სინიშა მიჰაილოვიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, სადაც მისი გუნდი თანაქალაქელ „ინტერს“ დაუპირისპირდება, მონაწილეობას ვერ მიიღებს მარიო ბალოტელი.

„მარიო ამჟამად საუკეთესო კონდიციებში არ იმყოფება. ის ფიზიკურად მზად ჯერ არ არის, ასე რომ ის „ინტერის“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ჩვენ გამოვიყენებთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ამჟამად საუკეთსო ფორმაში იმყოფებიან“ - განაცხადა მიჰაილოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი „მილანს“ გასულ ზაფხულს „ლივერპულიდან“ იჯარის წესით შეუერთდა. იტალიელმა თავდამსხმელმა მიმდინარე გათამაშებაში სულ 6 მატჩში მიიღ მონაწილეობა და მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები