დელ ბოსკეს საკმაოდ საინტერესო კომენტარი ზიდანზე
Aa
Aa

დელ ბოსკეს საკმაოდ საინტერესო კომენტარი ზიდანზე

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, სამეფო კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრა და მის გარშემო არსებული სიტუაცია შეაფასა.

ზიდანი მადრიდის „რეალს“ და მის შიდა სამზარეულოს საკმაოდ კარგად იცნობს. მან იცის, თუ რამდენად რთულია ბლანკოსში მუშაობა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ფრანგს ყველა სირთულის გადალახვა შეუძლია. მან მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა და ჯერ ყველაფერი წინ აქვს. რაც შეეხება „რეალის“ სასჯელს, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომელიც ვნებს ესპანურ ფეხბურთს, თუმცა ფიფას კანონების დაცვა ყველას მართებს”  – განაცხადა დელ ბოსკემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები