49 წლის შემდეგ პირველად! - რონალდუს ახალი რეკორდი
Aa
Aa

49 წლის შემდეგ პირველად! - რონალდუს ახალი რეკორდი "იუვეში"

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის ეგიდით ტურინის "იუვენტუსმა" საკუთარ არენაზე "სპალი" მიიღო და 2:0 დაამარცხა. "ვეკია სინიორასგან" გოლები მარიო მანჯუკიჩმა და კრიშტიანუ რონალდუმ შეაგდეს.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მიმდინარე ჩემპიონატში მე-9 გოლი გაიტანა, რითაც გუნდის 49 წლიანი რეკორდი გაიმეორა. 1968-1969 წლების სეზონის საწყის 13 ტურში პიეტრო ანასტაზიმ "იუვეს" მაისურით ასევე 9 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რონალდუ "ჯენოას" ფორვარდ კრშიშტოფ პიონტეკის მაჩვენებელს გაუთანაბრდა და სერია A-ს ბომბარდირთა დავის პირველ-მეორე ადგილს მასთან ერთად იყოფს.

33 წლის შემტევმა იტალიის ჩემპიონატში პირველი გოლები მე-4 ტურში, "სასუოლოს" წინააღმდეგ გაიტანა, როცა დუბლი შეასრულა, მას შემდეგ "ემპოლისთან" ასევე წყვილი გოლი შეაგდო, "სპალს", "მილანს", "ჯენოას", "უდინეზესა" და "ფროზინონეს" კი თითო ბურთი გაუტანა.

კიდევ ერთი გამოსარჩევი ამბავი ჯორჯო კიელინის 483-ე მატჩია, რითაც ის "იუვეს" ყველა დროის ყველაზე მეტი შეხვედრის ჩამტარებელ ფეხბურთელთა ჩამონათვალში მე-5 ადგილზე გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები