Aa
Aa

„ჩელსიმ" თავის ერთ-ერთ ვარსკვლავს კოლოსალური ფასი დაადო

როგორც ბრიტანული გამოცემა „The Sun“ იუწყება, იმ შემთხვევაში თუ ზაფხულში ლონდონის „ჩელსიმ“ ედენ აზარის გაყიდვა გადაწყვიტა, ისინი ფეხბურთელს მხოლოდ 80 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეელევიან.

რომან აბრამოვიჩი მიიჩნევს, რომ თუ გარეტ ბეილი 85 მილიონი გირვანქა ღირს, მაშინ აზარის სატრანსფერო ფასი მინიმნუმ 80 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში აზარი საკმაოდ ცუდ ფორმაშია და სავსებით შესაძლებელია, რომ სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში, ლონდონის „ჩელსი“ ბელგიელ შემტევს შეელიოს. ფეხბურთელით კი ამ მომენტში „ბარსელონა“ და „პარი სენ ჟერმენი“ ინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები