ორი ერთის სანაცვლოდ - პოგბას შეძენა
Aa
Aa

ორი ერთის სანაცვლოდ - პოგბას შეძენა "ინტერსაც" სურს

სეზონის ბოლოს პოლ პოგბას "ოლდ ტრაფორდიდან" წასვლა ერთ-ერთი ყველაზე პროგნოზირებადი მოვლენა გახლავთ.

ფრანგ მსოფლიო ჩემპიონს მსურველები საკმაოდ ჰყავს. "იუვენტუსი", "ბარსელონა" და "პსჟ" პოგბას შეძენით უკვე დიდი ხანია ინტერესდებიან.

ბრიტანული Sun-ის ინფორმაციით მილანის "ინტერი" "იუნაიტედს" სუპერწინადადებას უმზადებს.

წყაროს თქმით, მილანური კლუბი "წითელ ეშმაკებს" ბარტერს შესთავაზებს - პოგბას სანაცვლოდ "ინტერი" მზადაა ივან პერიშიჩი და მილან შკრინიარი დათმოს.

მოურინიოს პერიშიჩის შეძენა უკვე დიდი ხანია სურს და ახლა მას სურვილის ასასრულებლად იდეალური მომენტი ეძლევა.

მეორეს მხრივ, მოუს დაცვის გაძლიერებაც სურს და შკრინიარის დამატება "მანკუნიანელთათვის" იდეალური იქნება.

23 წლის შკრინიარის შეძენით რამდენიმე გრანდი ინტერესდება და მოურინიოს შანსი უჩნდება, რომ ის ხელში სრულიად უფასოდ ჩაიგდოს.

ორი მოთამაშე ერთის სანაცვლოდ - მოურინიოს გადასაწყვეტი, რომ იყოს დიდი ალბათობით პორტუგალიელი თანხმობას მალევე განაცხადებდა, თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც პოგბასა და კლუბს ეკუთვნით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები