ედენ აზარი:
Aa
Aa

ედენ აზარი: "პრემიერ ლიგა" "ჩელსის" ხელშია

პრემიერლიგის 31-ე ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ „სტოკ სიტი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ „არისტოკრატებმა“ 70 ქულა დააგროვეს და უახლოეს მდევარ „არსენალს“ 7 ქულით გაუსწრეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჟოზე მოურინიოს შეგირდებს 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

„სტოკთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი „ჩელსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ედენ აზარმა გააკეთა.

 

„ჩვენ პრემიერლიგის ტიტულის მოპოვებასთან სულ უფრო ახლოს ვართ. თითოეული მოთამაშე მოუთმენლად ელის იმ მომენტს, როდესაც ჩემპიონობას იზეიმებს და თასს „სტემფორდ ბრიჯზე“ აღმართავს. რაც შეეხება „სტოკთან“ დაპირისპირებას, განვლილ მატჩში გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. პირველ ნახევარში მეტოქემ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური ანგარიშით მოვიგეთ, ვფიქრობ რომ ძალიან ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ“. - განაცხადა ბელგიელმა შემტევმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები