იუვენტუსი ნეტოს შეუთანხმდა
Aa
Aa

იუვენტუსი ნეტოს შეუთანხმდა

„ფიორენტინას“ 25 წლის ბრაზილიელ მეკარეს ამჟამინდელ კლუბთან საკონტრაქტო ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულს ეწურება. ფეხბურთელმა კი მის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

ნეტოს მიმართ სერიოზულ ინტერესს „რომა“ და „ლივერპული“ იჩენენ. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელი ტურინის „იუვენტუსს“ შეუთანხმდა. როგორც ტელეარხი „sky“ იუწყება, ნეტომ იტალიის ჩემპიონის რიგებში თამაშზე თანხმობა განაცხადა და ტურინელებს ის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

 

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ნეტოს შეძენას მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის დროსაც ცდილობდა, თუმცა „ფიორენტინამ“ ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები