ნეიმარმა და მბაპემ შესაძლოა
Aa
Aa

ნეიმარმა და მბაპემ შესაძლოა "ლივერპულთან" ითამაშონ

"პარის სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომაშ ტუხელმა, ფრანგული გუნდის ქომაგებს იმედები ჩაუსახა.

"ლიგა ერთის" მორიგი ტურის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ნეიმარმა და მბაპემ შესაძლოა "ლივერპულთან" მატჩში მოედანზე გამოსვლა მოახერხონ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელს საზარდულის, ხოლო ფრანგს მხრის ტრავმა აწუხებს. აღნიშნული დუეტი "ტულუზასთან" დაპირისპირებას 100 პროცენტით გამოტოვებს, თუმცა ტუხელს იმედი აქვს, რომ პარიზელთა ლიდერები იურგენ კოლექტივის წინააღმდეგ იასპარეზებენ.

"ნეიმარის და მბაპეს ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ ხვალინდელ მატჩში მათი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენებას არ ვაპირებთ".

"გუნდის ექიმებს და ფეხბურთელებს უკვე ვესაუბრე და ვფიქრობ ნეიმარი და მბაპე "ლივერპულთან" შეხვედრაში მოედანზე გასვლას მოახერხებენ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები