ან ახლა, ან არასდროს!
Aa
Aa

ან ახლა, ან არასდროს! "ბარსამ" ნეიმარს ულტიმატუმი წაუყენა

ნეიმარი როგორც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და მის ირგვლივ სატრანსფერო საუბრები არასდროს წყდება.

ევროპული პრესა უკვე დიდი ხანია წერს, რომ ბრაზილიელს საფრანგეთი მობეზრდა და თავის შეცდომას ხვდება.

ნეიმარი ლიგა 1-ის დაბალი დონით უკმაყოფილოა და ლა ლიგაში დაბრუნება სურს.

ესპანური AS-ი და Mundo ბრაზილიელის დაბრუნების მთავარ ფავორიტად "ბარსელონას" ასახელებს.

მადრიდის "რეალის" ვარიანტი ამ ეტაპზე გამორიცხულია. "ბარსას" კი თავისი პოზიცია აქვს და ნეიმარს ულტიმატუმს უყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველი ჩავი ბრაზილიელის "კამპ ნოუზე" დაბრუნებას წარმოუდგენლად მიიჩნევს, კლუბის სპორტული დირექტორი პეპ სეგურა ნეიმარის შესაძლო დაბრუნებას არ გამორიცხავს და მან ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ პრესასთან საუბრისას დაადასტურა კიდეც.

"ბლაუგრანას" სურს, რომ ნეიმარმა "პსჟ"-ს წასვლის შესახებ თავად აცნობოს და კალატალონიელებს განუცხადოს, რომ მისი გუნდიდან წასვლა შეცდომა იყო.

ამის შემდეგ ხოსეპ მარია ბართომეუ ბრაზილიელს "კამპ ნოუს" კარს კვლავ გაუღებს.

"ბარსელონა" არ გეგმავს, რომ პარიზელებთან სატრანსფერო დავაში კვლავ ჩაებას და ნეიმარის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა გადაიხადოს.

ესპანეთში დაბრუნების შემთხვევაში ნეიმარს ასტრონომიულ ხელფასზე უარის თქმაც მოუწევს.

როგორც ჩანს, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად საუბრები კიდევ უფრო გამძაფრდება.

ტემპერატურა გაცილებით მაღლა აიწევს, თუ "პსჟ" ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩება... აი, ამის შემდეგ რა მოხდება რთული სათქმელია...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები