ჩავი ნეიმარის
Aa
Aa

ჩავი ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნებას გამორიცხავს

უცხოურ პრესაში ნეიმარის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნების შესახებ ძალიან ბევრი იწერება. ერთ-ერთი გამოცემის თანახმად ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" წარმომადგენელსაც შეხვდა და მასთან კონტრაქტის დეტალები განიხილა, თუმცა რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი რეალობას რთული სათქმელია.

ნეიმარის "ბარსელონაში"გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ლეგენდა, ჩავი, გამოეხმაურა. ამ უკანასკნელმა ყველაფერი კატეგორიულად უარყო და განაცხადა: "პრესას ხშირად ვეცნობი რადგან მაინტერესებს თანამედროვე ფეხბურთში რა ხდება და ვფიქრობ ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნების შანსი ნულის ტოლია. წარმოდგენა არ მაქვს ეს ყველაფერი როგორ უნდა მოხდეს".

ინტერვიუს დასკვნით ნაწილში ჩავიმ ნეიმარი შეაქო და აღნიშნა, რომ ბრაზილიელს კრიშტიანუ რონალდუს და ლეო მესის დონემდე ასვლა შეუძლია

"თუ ნეიმარი ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდება, დაღვინდება და მუშაობას გააგრძელებს კრიშტიანუს და მესის მიუახლოვდება".

"ბრაზილიელს შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები