დიდიე დროგბა:
Aa
Aa

დიდიე დროგბა: "მოურინიო "მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი რომ ყოფილიყო პრემიერ ლიგას ორჯერ ან სამჯერ მოიგებდა“

ლეგენდარული კოტ-დივუარელი ფეხბურთელის, დიდიე დროგბას, თქმით ჟოზე მოურინიო „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი რომ ყოფილიყო “ქალაქელები“ პრემიერ ლიგას მინიმუმ ორჯერ მოიგებდნენ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის გაწვრთნილი "იუნაიტედი" ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატის მერვე ადგილს იკავებს, ხოლო პეპ გუარდიოლას კოლექტივი პირველ პოზიციაზე იმყოფება. მიუხედავად ამისა დროგბა დარწმუნებულია, რომ მოურინიო „ქალაქელებს“ უფრო დიდ წარმატებას მოუტანდა.

„ვფიქრობ ჟოზე „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი რომ ყოფილიყო პრემიერ ლიგას ორჯერ ან სამჯერ მოიგებდა“.

„დარწმუნებული ვარ მოურინიოს ხშირად იმიტომ აკრიტიკებენ, რომ მისგან მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებებს ელიან“.

„ჟოზე კვლავ "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელია და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. გადახედეთ ბოლო წლებში „იუნაიტედი“ რამდენმა სპეციალისტმა დატოვა. სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ „მანჩესტერის“ თავკაცის პოსტის მორგება ადვილი ნამდვილად არაა“.

„ხალხის ყურადღება მუდმივად საუკეთესო სპეციალისტებისკენაა მიპყრობილი. ჟოზე ერთ-ერთი მათგანია და მის მიმართ ამდენი კრიტიკა და უარყოფითი კომენტარი სწორედ ამიტომაა მიმართული".

„ვფიქრობ მოურინიო კრიტიკოსების გამოწვევებს იღებს და საკუთარი დამოკიდებულების შეცვლას ცდილობს. საუკეთესო სპეციალისტები ზუსტად ასე იქცევიან! როცა რაღაც არ გამოგდის მიზნის მისაღწევად სხვა გზას ეძებ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები