შავიერს მოზამბიკის ნაკრები ჩააბარეს!
წარსულში საკმაოდ ცნობილი და ეპატაჟური ფეხბურთელი აბელ შავიერი მოზამბიკის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
"ამ ქვეყნის ნაკრებს ყოველთვის თვალს ვადევნებდი და ვგულშემატკივრობდი. მოხარული ვარ სამშობლოში დაბრუნებით და იმით, რომ ეროვნული გუნდის გაძღოლის პატივი მერგო". - განაცხადა 43 წლის შავიერმა.
ვინც არ იცის ვუთხრათ, რომ აბელ შავიერი მოზამბიკის ქალაქ ნამპულაშია დაბადებული, თუმცა იგი პორტუგალიის ნაკრებში ასპარეზობდა და ამ ქვეყნის უპირველესი გუნდის რიგებში ევროპის 2000 წლისა და მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატებზე ითამაშა, სულ კი იგი პორტუგალიის ნაკრებში 20 კეპს ითვლის.
შავიერმა მწვრთნელობა 2013 წელს დაიწყო და აქამდე პორტუგალიის "სეგუნდა ლიგის" 3 კლუბში "ოლიანენსეში", "ფარენსესა" და "ავეშში" უმუშავია.