ნგოლო კანტე
Aa
Aa

ნგოლო კანტე "ჩელსისთან" გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებისთვის მზადაა

ბრიტანული გაზეთების ინფორმაციით "ლონდონის ჩელსი" ნგოლო კანტესთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს და "ლურჯები" მიზნის მიღწევასთან ძალიან ახლოს არიან.

როგორც Daily Mail იუწყება ახალი ხელშეკრულება 5 წლიანი იქნება და ფრანგი ნახევარმცველი ანაზღაურების სახით კვირაში 290000 ფუნტს მიიღებს.

საოცრად ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ 27 წლის ნახევარმცველით რამდენიმე ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული. ყველაზე მეტად "პსჟ" აქტიურობდა, თუმცა როგორც ჩანს უახლოეს მომავალში კანტე ადგილსამყოფელს არ შეიცვლის.

შეგახსენებთ, რომ კანტე "არისტოკრატებმა" "ლესტერიდან" გადმოიბირეს. ნგოლო მაურიციო სარის გუნდის უდავო ლიდერია. იგი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, რომელიც პრემიერ ლიგის ყველა შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები