ედმილსონი:
Aa
Aa

ედმილსონი: "ნეიმარმა „ბარსელონას“ დატოვებით დიდი შეცდომა დაუშვა"

ბრაზილიის ნაკრების და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი, ედმილსონი, მიიჩნევს, რომ ნეიმარს „ბლაუგრანას“ რიგები არ უნდა დაეტოვებინა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ვარსკლავი „პსჟ“-ში გასულ ზაფხულში გადავიდა. "ლიგა ერთის" ეგიდით მან 31 შეხვედრა ჩაატარა და აქტივში 29 გოლთან ერთად 18 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად „პსჟ“-ში გატარებული წარმატებული პერიოდისა, ნეიმარის „ბარსელონაში“ დაბრუნების შესახებ აქტიურად იწერება. რამდენად რეალურია ბრაზილიელის „ბლაუგრანას“ რიგებში გადასვლა არავინ იცის, თუმცა ედმილსონი მიიჩნევს, რომ მას თავის დროზე კატალონიური კლუბი არ უნდა დაეტოვებინა: „ჩემი აზრით „ბარსელონას“ დატოვება დიდი შეცდომა იყო. თუ მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მორგება სურდა, მიზანს „ბარსელონაში“ უფრო სწრაფად მიაღწევდა, ვიდრე "პსჟ"-ში “.

"საფრანგეთში ნეიმარს ნომერ პირველ მოთამაშედ ქცევა ძალიან გაუჭირდება, რადგან პარიზული კლუბი სხვა გუნდებზე ერთი თავით მაღლა დგას. იმას არ ვამბობ, რომ „პსჟ“-ს ოპონენტები დაბალი დონის კლუბები არიან, უბრალოდ პარიზელების მაისურით გაცილებით მაღალი დონის მოთამაშეები ასპარეზობენ“.

"იმედი მაქვს ბრაზილიელი მენტალურ სიძლიერეს და ენთუზიაზმს შეინარჩუნებს, რადგან მოთამაშისთვის ამ ორ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ იგი ბედნიერი არ გახლავთ და ფეხბურთით არ ცოცხლობს, შეიძლება მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ვარცხნილობა ჰქონდეს, მაგრამ სათანადო დონეზე მაინც ვერ იასპარეზებს.

"იგივე უსმან დემბელესაც ეხება. თუ იგი დარწმუნებული არაა, რომ ფეხბურთი მისი მთავარი გატაცებაა, მაშინ ვარჯიშებზე მუდმივად დაიგვიანებს“.

"რონალდუ და მესი საუკეთესოები იმიტომ არიან, რომ მათთვის ფეხბურთი ყველაფერზე მაღლა დგას“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები