Aa
Aa

"რეალის" დიდი გეგმა - მადრიდელები ერიკსენსა და რაშფორდს უმიზნებენ

ბრიტანული Sun-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ პრემიერლიგის ორი ვარსკვლავის შეძენას გეგმავს.

საუბარია „ტოტენჰემის“ ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენსა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდ მარკუს რაშფორდზე.

ხსენებული მოთამაშეების შეძენის სურვილს მადრიდელთა ახალი თავკაცი სანტიაგო სოლარი გამოთქვამს.

„რეალი“ მზადაა ერიკსენში 40 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, ხოლო რაშფორდის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს ამზადებს.

სოლარის რაშფორდი რონალდუს პოზიციაზე სურს. „ბლანკოსს“ შეტევაში დიდი პრობლემები აქვს და გუნდს სტაბილური გამტანი სჭირდება.

რაც შეეხება ერიკსენს, სოლარი მასში მოდრიჩის შემცვლელს ხედავს, რომელიც წლევანდელი სეზონის შემდეგ დიდი ალბათობით მადრიდს დატოვებს.

რთული სათქმელია რამდენად შეძლებს „რეალი“ 90 მილიონ ფუნტად ორივე მათგანის შეძენას. სატრანსფერო ბაზარზე ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი და სავარაუდოდ ფლორენტინო პერესს გუნდის გასაძლიერებლად მეტის გადახდა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები