Aa
Aa

ტიმ კეჰილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა ფეხბურთელმა, ტიმ კეჰილმა, სანაკრებო კარიერა დაასრულა. ვეტერანი ნახევარმცველის გამოსამშვიდობებელი მატჩი ლიბანის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ შედგა, სადაც კეჰილი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო...

 

შეხვედრის შემდეგ ტიმმა სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს მიმართა: „პირველ რიგში მინდა მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს გადავუხადო. მათ ჩემს გამო უდიდესი მსხვერპლი გაიღეს და ამიტომ როდესაც მოედანზე გავდივარ აბსოლუტურად თავისუფალი ვარ და არაფრის მეშინია“.

„მსურს ასევე მადლობა თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბს და იმ სპეციალისტებს გადავუხადო, რომლებიც ახლა აქ არ იმყოფებიან. თქვენს გარეშე მე ამ ყველაფერს ნამდვილად ვერ მივაღწევდი! მადლობას მთელი გულით გიხდით“.

„ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების ჯერი დადგა! მინდა მადლობა ქომაგების მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო. ბევრს არ დაგაყოვნებთ, უბრალოდ გეტყვით, რომ თქვენთვის ეს ყველაფერი ზუსტად იმდენს ნიშნავს, რამდენსაც ჩემთვის! დიდი მადლობა ავსტრალია“!

 

კეჰილი ავსტრალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. „სოკერუს“ მაისურით მან 108 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარის აღება 50-ჯერ მოახერხა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები